თამარ კორძაია - არ შეიძლება, ვეტოზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოზიტიურად არ შევაფასო, მაგრამ მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს ყოველთვის, მათ შორის დეკემბერში, როდესაც უმძიმესი შეფასება მივიღეთ ვენეციის კომისიისგან
თამარ კორძაია - არ შეიძლება, ვეტოზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოზიტიურად არ შევაფასო, მაგრამ მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს ყოველთვის, მათ შორის დეკემბერში, როდესაც უმძიმესი შეფასება მივიღეთ ვენეციის კომისიისგან

არ შეიძლება, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ვეტოზე პოზიტიურად არ შევაფასო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს ყოველთვის, მათ შორის დეკემბერში, როდესაც უმძიმესი შეფასება მივიღეთ ვენეციის კომისიისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ ასეთ კრიტიკულ მომენტში პრეზიდენტმა ყველაზე ცუდ კანონს დაადო ვეტო. მან იცის, რომ ამ ვეტოს პარლამენტი დაძლევს და ესეც თქვა. თუმცა ასევე კრიტიკულ კანონებს იღებდა პარლამენტი დეკემბერში, რომლის გამოც, ჩვენ უმძიმესი შეფასება მივიღეთ ვენეციის კომისიისგან, მაგრამ მაშინ პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ვეტო რადგან დაიძლეოდა, არ იყო საჭირო ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. დღევანდელი გადაწყვეტილება ძალიან კარგია და არ შეიძლება, პოზიტიურად არ შევაფასო, მაგრამ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი როგორც ნომერ პირველი პოლიტიკოსი, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს ყოველთვის, მათ შორის დეკემბერშიც, როდესაც სასამართლო ხელისუფლება „ქართული ოცნება“ ჯიბეში უდებდა ივანიშვილს და ამის გამო ჩვენ მძიმე შეფასებები მივიღეთ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი ვეტო.