თამარ ხულორდავა - ტარიფის ზრდის რისკი რომ შემცირდეს, აუცილებელია თავისუფალი ბაზრის პრინციპების გადმოტანა ენერგეტიკულ ბაზარზეც
თამარ ხულორდავა - ტარიფის ზრდის რისკი რომ შემცირდეს, აუცილებელია თავისუფალი ბაზრის პრინციპების გადმოტანა ენერგეტიკულ ბაზარზეც

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ტარიფის ზრდის რისკი რომ შემცირდეს, აუცილებელია თავისუფალი ბაზრის პრინციპების გადმოტანა ენერგეტიკულ ბაზარზეც.

თამარ ხულორდავა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში მომზადებულ ცვლილებებს განმარტავს. როგორც ის აღნიშნავს, პროექტის მიღების ძირითადი არსი ის არის, რომ ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირება ხდება.

„თავისუფალი ბაზრის პირობებში კონკურენცია გაიზრდება. კონკურენციის არსებობა კი, ბაზარზე მეტი სუბიექტის გაჩენას ნიშნავს. შესაბამისად, ფასები პირიქით – მომხმარებლისთვის შესაძლოა მისაღებიც კი გახდეს. ქვეყანაში ენერგომოხმარება მუდმივად იზრდება. სამწუხაროდ, მიწოდება იმ ტემპს ვერ აკმაყოფილებს, რომელიც მოხმარების ზრდის თვალსაზრისით გვაქვს. თუ კანონპროექტს არ მივიღებთ, ბაზარს არ გავხსნით, დარეგულირება არ მოხდება, ტარიფის ზრდა გარდაუვალია. ტარიფის ზრდის რისკი რომ შევამციროთ, აუცილებელია, თავისუფალი ბაზრის პრინციპების გადმოტანა. მათ შორის – ენერგეტიკულ ბაზარზე“, – განაცხადა ხულორავამ.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა კანონპროექტი დღეს განიხილა.