თამარ ხულორდავა - შეურაცხყოფა და ნეგატივი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად იქცა
თამარ ხულორდავა - შეურაცხყოფა და ნეგატივი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად იქცა

წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს იმ ფორმით, როგორც ვისურვებდი რომ წარმართულიყო, არის ძალიან ბევრი ნეგატივი და შეურაცხყოფა, რომელიც კამპანიის ნაწილად იქცა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში სხვაგვარი პოლიტიკური კულტურა უნდა დამკვიდრდეს, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვერ მოხერხდება, თუმცა მთავრობა ამაზე მომავალი არჩევნებისთვის იზრუნებს.

„ეს არის პოლიტიკური გარემოს პოლარიზების ბრალი, რომელშიც დიდი წვლილი აქვთ პოლიტიკურ აქტორებს. გარდა ამისა, სამწუხაროდ, მედია გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი ამ დაპირისპირების გაღვივებაში. სამწუხაროდ, მთელი საზოგადოება პოლარიზებულია. მე არ მინდა, ასეთი ურთიერთდაპირისპირების მსხვერპლი დიდხანს ვიყოთ. საქართველოს მომავლისთვის აუცილებელია, რომ ეს გადავლახოთ და პოლიტიკური ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავიდეთ. ვერც მესამე სექტორი, ვერც კერძო სექტორი საზოგადოებისგან იზოლირებული ვერ იქნება, ჩვენი საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია და ამას ხელი არ უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ