თამარ ხულორდავა - ის პოზიცია, რომ არ გვყავდეს პარტიული პრეზიდენტი, მგონი, კარგია 
თამარ ხულორდავა - ის პოზიცია, რომ არ გვყავდეს პარტიული პრეზიდენტი, მგონი, კარგია 

ის პოზიცია, რომ არ გვყავდეს პარტიული პრეზიდენტი, მგონი, კარგია, რადგან ეს გრძელვადიან პერსპექტივაში მოემსახურება ჩვენი ქვეყნის უფრო მეტ დემოკრატიულ განვითარებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ხულორდავამ განაცხადა.

როგორც თამარ ხულორდავამ აღნიშნა, დღეს დაგეგმილია პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხზე იმსჯელებენ.

„კონსულტაციების შემდეგ გეტყვით დამოკიდებულებას. ჩვენს პოზიციაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. ამასთან დაკავშირებით გუნდში ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები. ჩემთვის სალომე ზურაბიშვილი შეიძლება იყოს მისაღები კანდიდატი. ზოგადად ის პოზიცია, რომ ჩვენ არ გვყავდეს პარტიული პრეზიდენტი, მგონი, რომ კარგია, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში მოემსახურება ჩვენი ქვეყნის უფრო მეტ დემოკრატიულ განვითარებას”, – განაცხადა ხულორდავამ.