თამარ ხულორდავა იმედოვნებს, რომ გარკვეული პროგრესი ნატო-ს ბრიუსელის სამიტზეც იქნება მიღწეული
თამარ ხულორდავა იმედოვნებს, რომ გარკვეული პროგრესი ნატო-ს ბრიუსელის სამიტზეც იქნება მიღწეული

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა იმედოვნებს, რომ გარკვეული პროგრესი ნატო-ს ბრიუსელის სამიტზეც იქნება მიღწეული.

როგორც ჟურნალისტებს ხულორდავამ განუცხადა, ნატო-სთან თანამშრომლობის თვალსაზრისით საქართველო დღეს გაცილებით უფრო წინაა, ვიდრე ოდესმე ქვეყანას ამის შესაძლებლობა ჰქონია.

„ნატო-სთვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და საიმედო პარტნიორი ვართ და ეს ჩვენი სიტყვები არ არის. ამას ნატო აღიარებს. ჩვენთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია, რომ ამ სტრუქტურასთან საქართველოს დაახლოება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, თუმცა ეს გადაწყვეტილება ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ არის მისაღები. ამ გზაზე თანმიმდევრულად მივდივართ და იმედი მაქვს, რომ გარკვეული პროგრესი ნატო-ს ამ სამიტზეც იქნება მიღწეული“, – განაცხადა ხულორდავამ.