თამარ ხულორდავა - იმედი მაქვს, დეკემბერში გვექნება ევროკავშირთან საგზაო რუკის საბოლოო დოკუმენტი
თამარ ხულორდავა - იმედი მაქვს, დეკემბერში გვექნება ევროკავშირთან საგზაო რუკის საბოლოო დოკუმენტი

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ ევროკავშირთან საგზაო რუკაზე მუშაობა მიმდინარეობს. დეპუტატი იმედოვნებს, რომ დეკემბერში მზად იქნება ევროკავშირთან საგზაო რუკის საბოლოო დოკუმენტი.

„პროცესის წამყვანი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო გახლავთ. პარლამენტს აქვს განსაკუთრებული ინტერესი, რომ პროცესი არ შეფერხდეს. ჩვენ ჯერჯერობით არ გვქონია შესაძლებლობა, რომ უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავების პროცესში ჩავერთოთ, მაგრამ ოქტომბრიდან იგეგმება პროცესის დაწყება.

იმედი მაქვს, დადგენილ გეგმაში, რომელიც გვქონდა – ეს იყო დეკემბერი, გვექნება საბოლოო დოკუმენტი. ძალიან კარგი საფუძველია იმისათვის, რომ ევროკავშირთან უფრო ღრმა ურთიერთობებზე ვიფიქროთ. ვიფიქროთ იმის იქით, რასაც ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.