თამარ ხულორდავა - ევროკომისიის ანგარიშში ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული
თამარ ხულორდავა - ევროკომისიის ანგარიშში ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული

ევროკომისიის ანგარიშში ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დასკვნაში ცალსახად არის ხაზგასმული, რომ საქართველო ინარჩუნებს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის როლს რეგიონში.

„ხაზგასმულია ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა, რომელიც წლის განმავლობაში გვქონდა. ესაა უვიზო მიმოსვლა, რაც პოზიტიურად არის შეფასებული. პოზიტიურად არის შეფასებული მისი განხორციელების პირველი პერიოდი. საქართველოს ევროკავშირის ენერგოგაერთიანების წევრობას პოზიტიური გამოხმაურება აქვს, რაც ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ევროკავშირი მიესალმება, რომ ჩვენი ყველაზე მთავარი საგარეო სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირი გახდა და ეს დადებითი ტენდენცია 2017 წელსაც შენარჩუნებულია”, – განაცხადა ხულორდავამ.