თამარ ხულორდავა - ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან რამდენიმე წელია ვმუშაობთ, რომ ცირკულარული მიგრაციის შესაძლებლობები რეალობა გახდეს
თამარ ხულორდავა - ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან რამდენიმე წელია ვმუშაობთ, რომ ცირკულარული მიგრაციის შესაძლებლობები რეალობა გახდეს

ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან რამდენიმე წელია ვმუშაობთ, რომ ცირკულარული მიგრაციის შესაძლებლობები რეალობა გახდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების შეთანხმება საფრანგეთთან წლების წინ იყო მიღწეული, მაგრამ რატიფიკაციის პროცესს გარკვეული დრო დასჭირდა.

ჩვენს მოქალაქეებს, კვალიფიციურ კადრებს მიეცეთ საშუალება, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დროებით დასაქმდნენ. იმ პირობით, რომ შემდეგ ისინი საქართველოში დაბრუნდებიან და იქ შეძენილ ცოდნას და გამოცდილებას ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოახმარენ.

სწორედ ასეთი ტიპის შეთანხმებაზეა საუბარი, რაზეც საფრანგეთთან შეთანხმება წლების წინ იყო მიღწეული, მაგრამ რატიფიკაციის პროცესმა გარკვეული დრო წაიღო. ეს ეტაპი ახლა გადალახულია და სულ
მალე ჩვენს მოქალაქეებს საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ“,- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

საფრანგეთმა საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად მუშაობის შესახებ კანონი დაამტკიცა. შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთში დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებზე, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება, შემდგომში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით.