თამარ ხულორდავა - ჩვენ ვმუშაობთ ცვლილებებზე, რამაც უკეთესი სასამართლო უნდა მოგვცეს
თამარ ხულორდავა - ჩვენ ვმუშაობთ ცვლილებებზე, რამაც უკეთესი სასამართლო უნდა მოგვცეს

ჩვენ ვმუშაობთ ცვლილებებზე, რამაც უკეთესი სასამართლო უნდა მოგვცეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუზე კომენტირებისას განაცხადა.

„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ქვეყანაში ყველაფერზე საერთო აზრი გვქონდეს. ძალიან მახარებს, რომ ისეთ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ, სადაც ერთი აზრი აქვთ. მგონია, რომ ის მიზეზი, რაც დასახელდა უმრავლესობის მხრიდან გუნდიდან წასვლის თაობაზე, ეს არ იყო რეალური, რადგან პარლამენტის პოზიცია იმ ოთხ ადამიანს სცდებოდა, ვისზეც არის საუბარი. გაცილებით მეტი ადამიანი იყო, ვისაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა. პარლამენტის სწორი პოზიცია იყო, რომ ამ საკითხზე განხილვა შეწყდა და ყველა ჩავერთეთ კონსტრუქციულ პროცესში. იმ ცვლილებებზე ვმუშაობთ, რამაც უკეთესი სასამართლო უნდა მოგვცეს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.