თამარ ხულორდავა - ჩვენ მადლიერები ვართ, რომ გვაქვს აქტიური მხარდაჭერა ლიეტუვისგან
თამარ ხულორდავა - ჩვენ მადლიერები ვართ, რომ გვაქვს აქტიური მხარდაჭერა ლიეტუვისგან

ლიეტუვა არის საქართველოს აქტიური და ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით, – ამის შესახებ ლიეტუვაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა.

ლიეტუვა არის ჩვენი აქტიური და ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით, ისე რა თქმა უნდა, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით.

მიუხედავად დღეს ევროპაში გაბატონებული პოზიციისა, რომ გაფართოებაზე არ უნდა იყოს საუბარი ამ ვითარებაში, ლიეტუვა არის ის ქვეყანა, რომელიც ამ საკითხს მუდმივად აყენებს დღის წესრიგში. ჩვენ მადლიერები ვართ იმისათვის, რომ გვაქვს ასეთი აქტიური მხარდაჭერა.

დღეს ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ერთობლივი ძალებით ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ევროკავშირის საბჭო გერმანიის თავმჯდომარეობის პერიოდში გავააქტიუროთ კიდევ ერთხელ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებით საქართველოსთან და უკრაინასთან. გვაქვს ასეთი პოზიცია ლიეტუვას მხრიდან, რომ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ლიეტუვას თავმჯდომარეობამდე სერიოზული, მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, ჯერ-ჯერობით მხოლოდ გეგმა, მაგრამ ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ გეგმის განხორციელებით და გავაგრძელებთ საკითხზე თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლიეტუვაში იმყოფება.