თამარ ხულორდავა - ბათუმში დაგეგმილი კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროცესში მიღწეული შედეგების შეჯამებას დაეთმობა
თამარ ხულორდავა - ბათუმში დაგეგმილი კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროცესში მიღწეული შედეგების შეჯამებას დაეთმობა

ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის მონაწილეობა ღონისძიების მნიშვნელობას ხაზს უსვამს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განაცხადა.

მისი თქმით, კონფერენციაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროცესში მიღწეული შედეგები შეჯამდება.

„ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია წელს განსაკუთრებით პოლიტიკური ღონისძიება იქნება. ამას მაღალი მონაწილეობა ადატურებს. მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორები ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილი. ღონისძიებაში მონაწილეობას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მიიღებს, რაც მის მნიშვნელობას ხაზს უსვამს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის შემუშავებიდან ათი წელი გავიდა და გადავწყვიტეთ, კონფერენცია სწორედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროცესში მიღწეული შედეგების შეჯამებას დაეთმოს. პარტნიორებთან ერთად ვიფიქრებთ იმ მომავალ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება, ევროინტეგრაციის მიმართულებით განხორციელდეს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

11-12 ივლისს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.