თამარ ხულორდავა - აშშ-ის ორპარტიული დოკუმენტი სერიოზული სტიმულია 
თამარ ხულორდავა - აშშ-ის ორპარტიული დოკუმენტი სერიოზული სტიმულია 

აშშ-ის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახებია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა.

„პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოზე ასეთი აქტი მიიღეს. ორპარტიული დოკუმენტია, რომელიც სერიოზული სტიმულია, რათა სტრატეგიულ პარტნიორთან მუშაობა ეროვნული ინტერესების დაცვაზე გავაგრძელოთ. ოპოზიციის შეფასებები ცოტა სასაცილოა, როცა მსგავსი მხარდაჭერა არ არის, მაშინ ოპოზიციის პრეტენზიაა, რომ ხელისუფლება ასეთი აქტების მიღებას და მოპოვებას ვერ ახერხებს. როცა ასეთ მნიშვნელოვან მხარდაჭერას მივიღებთ, მაშინ თურმე, პრეტენზია ის არის, რომ მის გამოყენებას ვერ ვახერხებთ. ვურჩევდი, ჩამოყალიბდნენ, რომელს ვერ ვახერხებთ, რადგან ორივეს ვახერხებთ”, – განაცხადა ხულორდავამ.

აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა. საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. ამასთან, აშშ-ის კონგრესი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.