თამარ ხულორდავა - არ შეიძლება, ადამიანებზე გადადიოდეს პოლიტიკური დაძაბულობა და მათ უწევდეთ ამ ფასის გადახდა, ეს პროცესი უნდა განეიტრალდეს
თამარ ხულორდავა - არ შეიძლება, ადამიანებზე გადადიოდეს პოლიტიკური დაძაბულობა და მათ უწევდეთ ამ ფასის გადახდა, ეს პროცესი უნდა განეიტრალდეს

ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატი არის ერთადერთი ფორმატი, სადაც ჩვენ მარტო არ ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს გვერდით ჰყავს პარტნიორები, რომელთან ერთად რუსეთს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრებიან.

„ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია თავისი პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, არის ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვის მქონე. ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც ჩვენ მარტო არ ვართ. გვყავს პარტნიორები გვერდით, რომელთან ერთადაც ვესაუბრებით რუსეთს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე. ამიტომ, ამ ფორმატის გამოყენება მოხდება ისე, როგორც ყოველთვის ხდებოდა. ყველა აქტუალურ თემაზე ვმსჯელობთ. განსაკუთრებული სირთულეები გვაქვს აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადასასვლელის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, რაც დამატებით სირთულეებს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის სრულიად მიუღებელი. არ შეიძლება, ადამიანები იტანჯებოდნენ და მათზე გადადიოდეს რაღაც პოლიტიკური დაძაბულობა და მათ უწევდეთ ამ ფასის გადახდა. ეს პროცესი უნდა განეიტრალდეს და იმედი მაქვს, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში გარკვეული პოზიტიური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა იქნება“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.