თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა 
თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა 

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრის დასრულებისას გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკაა ჩართული, კონკრეტულად „ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესში კი, ქვეყნის მასშტაბით, შვიდი საავადმყოფო, მათ შორის ოთხი თბილისში, ერთი ბათუმში და ორი ქუთაისში.

ამასთან, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეებს ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა საკუთარი სურვილის მიხედვით ექნებათ.

როგორც შეხვედრის დასრულებისას გახდა ცნობილი, ვაქცინაციის შემდეგ ვაქცინაციის შემდეგ დაყოვნების ოთახში მოცდის დრო, როგორც „ასტრაზენეკას“ ასევე „ფაიზერის“ შემთხვევაში, 30-დან 45 წუთამდე იზრდება.