თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ციციშვილის კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ბავშვის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

12:29, 13.07.2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მისივე თქმით, მათი მდგომარეობის შესახებ კლინიკიდან ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ ინფორმაციას.

„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, როგორც იცით, უტარდებათ ინტენსიური მართვა. ჯერჯერობით, ბავშვების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ციციშვილის კლინიკიდან მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი