თამარ გაბუნია - წესები, რომლებიც უსაფრთხოა არჩევნების ჩატარებისთვის, კარგი დაცვის საშუალებას იძლევა, უფრო საშიშია  დაუგეგმავი აქტივობები, რაც ეპიდემიის რისკებს ქმნის
თამარ გაბუნია - წესები, რომლებიც უსაფრთხოა არჩევნების ჩატარებისთვის, კარგი დაცვის საშუალებას იძლევა, უფრო საშიშია დაუგეგმავი აქტივობები, რაც ეპიდემიის რისკებს ქმნის

წესები, რომლებიც უსაფრთხოა არჩევნების ჩატარებისთვის, იძლევა საკმაოდ კარგი დაცვის საშუალებას. მთავარია ისევ აღსრულების პრინციპი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, ეპიდემიის რისკების კუთხით გაცილებით საშიშია დაუგეგმავი აქტივობები.

„ვფიქრობთ, ყველა ის სუბიექტი, ვინც მონაწილეობას იღებს და ემზადება არჩევნებისთვის, დაიცავს მოთხოვნებს, რაც დაწესებულია. ჩვენ უშუალოდ ვმუშაობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რადგან დავეხმაროთ მათ სწრაფი ვაქცინაციის პროცესში, განსაკუთრებული რეჟიმი შევთავაზოთ ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც მონაწილეობს ამ პროცესში. ასევე ტესტირების განსაკუთრებული რეჟიმი არის ამოქმედებული. ვაქცინაციის და ტესტირების პირობებში ნებისმიერი აქტივობიდან, ბუნებრივია, ნაკლები რისკებია მოსალოდნელი. უფრო საშიშია სპონტანური და დაუგეგმავი აქტივობები, ეს ქმნის ეპიდემიის რისკებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.