თამარ გაბუნია - ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინების დაახლოებით 100 დოზა ცნობადი სახეების საჯაროდ აცრისთვის იქნება გამოყოფილი
თამარ გაბუნია - ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინების დაახლოებით 100 დოზა ცნობადი სახეების საჯაროდ აცრისთვის იქნება გამოყოფილი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით კამპანიის პროცესში პირადი მაგალითის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, როგორც გაბუნია ამბობს, საჯარო სივრცეში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება.

ამასთან, გაბუნიამ განაცხადა, რომ ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინების დაახლოებით 100 დოზა ცნობადი სახეების საჯაროდ აცრისთვის იქნება გამოყოფილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია პირადი მაგალითის ძალა. რა თქმა უნდა, საჯარო სივრცეში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება. ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინების გარკვეული დოზა, დაახლოებით 100 დოზა იქნება გამოყოფილი, რითაც ცნობადი სახეები, განსაკუთრებით მაღალ ასაკობრივ ჯგუფში აიცრან საჯაროდ და მისცენ მეტი მაგალითი საზოგადოებას და მათ გამოიწვიონ ნდობა საზოგადოებაში. 100 დოზა, რომელზეც ვისაუბრეთ, შესაძლოა იყოს გამოყენებელი ცნობილი ჟურნალისტის ან ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანისთვის. ამას კარგად დაგეგმვა სჭირდება და საზოგადოების ჩართულობა, რომ გვირჩიოთ, ვინ უნდა აიცრას ამ 100 დოზით და ვინ გამოიწვევს საზოგადოებაში მეტ ნდობას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დატოვე კომენტარი