თამარ გაბუნია - სრულად ვაქცინირებული მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებები იგეგმება
თამარ გაბუნია - სრულად ვაქცინირებული მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებები იგეგმება

განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელი ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის.

„ასევე განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების მოდიფიცირებას, სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო. განიხილება შესაძლელობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედება იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ე.წ. მწვანე საშვი. მიმდინარეობს მუშაობა საინფორმაციო სისტემის გაფართოებაზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში, საინფორმაციო სისტემას ჰქონდა  გარკვეული ლოჯისტიკური ხარვეზები, ამდენად, რამდენიმე უწყების ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რომ გაზრდილი დატვირთვის პირობებში ამგვარი პრობლემები არ შეიქმნას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.