თამარ გაბუნია - სკოლები ვირუსის შიდა გავრცელების მართვას ახერხებენ, ვფიქრობთ, ეს მოგვცემს საშუალებას, შევინარჩუნოთ სკოლები საკლასო სასწავლო რეჟიმში
თამარ გაბუნია - სკოლები ვირუსის შიდა გავრცელების მართვას ახერხებენ, ვფიქრობთ, ეს მოგვცემს საშუალებას, შევინარჩუნოთ სკოლები საკლასო სასწავლო რეჟიმში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სკოლებში ვაქცინირებულ მასწავლებელთა საერთო რაოდენობა ცოტა არ არის, მაგრამ სასურველია, რომ მაჩვენებელი გაუმჯობესდეს.

„ჯამურად მასწავლებელთა ვაქცინაციის მაჩვენებელი 65 პროცენტამდე აღწევს, ზოგიერთ სკოლაში უფრო მაღალი, ზოგიერთში კი შედარებით დაბალია. ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა იმისათვის, რომ სკოლებში ინფექციის გავრცელება შეჩერდეს, რა თქმა უნდა, სასურველია, მაჩვენებელი 80 პროცენტზე მეტი იყოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, მისასალმებელია, რომ სკოლები კორონავირუსის შიდა გავრცელების მართვას ახერხებენ.

„რაც შეხება სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას, ბოლო პერიოდის მაჩვენებლებით, 150 სკოლა და 400-მდე კლასი გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, ეს მაღალი მაჩვენებელი არ არის. კარგია, რომ სკოლები ინფექციის შიდა გავრცელების მართვას ახერხებენ, ამდენად, ვფიქრობთ, ეს იქნება მექანიზმი, რაც საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ სკოლები საკლასო სასწავლო რეჟიმში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დატოვე კომენტარი