თამარ გაბუნია - საყურადღებოა კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები, ამ მიმართულებით განსაკუთრებულად ვმუშაობთ, რათა მინიმუმამდე შემცირდეს
თამარ გაბუნია - საყურადღებოა კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები, ამ მიმართულებით განსაკუთრებულად ვმუშაობთ, რათა მინიმუმამდე შემცირდეს

საყურადღებოა გარდაცვალების შემთხვევები, დღეს ყველაზე მაღალი იყო, რაც აქამდე დაფიქსირებულა ქვეყანაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორი აქტიურად მუშაობს, რათა კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ქვეყნის ყველა რეგიონში მინიმუმამდე შემცირდეს.

„სტატისტიკური მაჩვენებელი კვლავაც საყურადღებოა. ახალი შემთხვევების რაოდენობა მაღალი რჩება. აჭარაში გვაქვს გარკვეული მერყეობა, რაც შემთხვევების აქტიურ გავრცელებაზე მიუთითებს.

საყურადღებოა გარდაცვალების შემთხვევები, დღეს ქვეყანაში ყველაზე მაღალი იყო, რაც აქამდე დაფიქსირებულა. ამ მიმართულებით განსაკუთრებულად ვმუშაობთ, რათა გარდაცვალების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს როგორც აჭარაში, ისე ყველგან.

აჭარაში გარდაცვალების რვა შემთხვევა დაფიქსირდა, მათი უმრავლესობა მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა საყურადღებო და სამწუხაროა.

გარდაცვლილებთან დაკავშირებით მძიმე ანამნეზი გვაქვს და სწორედ ამაზე არის აწყობილი მთელი პროტოკოლი – მძიმე ქრონიკულად დაავადებული პაციენტები დროულად მოხვდნენ ჰოსპიტალში და სათანადო მეთვალყურეობა გაეწიოთ, ამისთვის მაქსიმალური მობილიზება ხდება. ვინც ჯანმრთელია, მარტივად გადააქვს და მათთან ვირუსის მართვის განსაკუთრებული სირთულე არ დგება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.