თამარ გაბუნია - სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, აპლიკაციები ჯეროვნად შეავსოს და წარადგინოს, ხარისხზე საუბარი სასაცილოა
თამარ გაბუნია - სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, აპლიკაციები ჯეროვნად შეავსოს და წარადგინოს, ხარისხზე საუბარი სასაცილოა

„კოვაქსთან“ თანამშრომლობა გრძელდება იმ რეჟიმში, როგორც იყო თავდაპირველად დაგეგმილი, „კოვაქსი“ არის ჩვენი მთავარი პარტნიორი ვაქცინების მობილიზების პროცესში. პირადად ვადევნებ თვალს ყველა კომუნიკაციას „კოვაქსთან“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აპლიკაციის ხარისხთან საუბარი აბსოლუტურად სასაცილოა. როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, რომ აპლიკაციები შესაფერისად იყოს შევსებული და წარდგენილი.

გაბუნიას თქმით, სინამდვილეში, „ფაიზერი“ პირობას აზუსტებს.

„აპლიკაციის ხარისხზე საუბარი აბსოლუტურად სასაცილოა. სამინისტროს და პირადად მე ნამდვილად გვაქვს იმისი შესაძლებლობა, რომ, აპლიკაციები იყოს შესაფერისად, ჯეროვნად შევსებული და წარდგენილი. აქედან გამომდინარე, ის რომ იყო რაღაც დოკუმენტური ხარვეზი და ასე შემდეგ, აბსოლუტურად არ არის მართალი. პრობლემაა, რომ „ფაიზერი“ აზუსტებს გარკვეულ პირობას, ეს პირობა დაზუსტდება სატელეფონო ჩართვის პროცესში. ეს იყო პროცედურა ოთხ ქვეყანასთან, რომლებსაც „ფაიზერისგან“ უნდა მიეღოთ ვაქცინა თებერვალში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.