თამარ გაბუნია - საკმაოდ საყურადღებო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, ამ ეტაპზე შეზღუდვების დამატებით შემსუბუქება სარისკოა
თამარ გაბუნია - საკმაოდ საყურადღებო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, ამ ეტაპზე შეზღუდვების დამატებით შემსუბუქება სარისკოა

ჩვენი მიზანია, რომ ზაფხულამდე მივიდეთ მინიმალური ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებით, შემთხვეევების მინიმალური რაოდენობით, რაც შემდეგ იქნება წინაპირობა, რომ მოიხსნას დარჩენილი შეზღუდვები და ტურისტული სეზონი გამოვიყენოთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ქვეყანაში შეზღუდვების დამატებით შემსუბუქება სარისკოა.

„შეზღუდვები, რომლებიც დარჩა, ეტაპობრივად უნდა შემსუბუქდეს. ორსაათიანი შემსუბუქება, რომელიც გუშინ ავამოქმედეთ, უნდა გავიაროთ უსაფრთხოდ. საკმაოდ საყურადღებო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა და ამ ეტაპზე შეზღუდვების დამატებით შემსუბუქება სარისკოა. ჩვენი მიზანია, რომ ზაფხულამდე მივიდეთ მინიმალური ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებით, შემთხვევების მინიმალური რაოდენობით, რაც შემდეგ იქნება წინაპირობა, რომ მოიხსნას დარჩენილი შეზღუდვები და ტურისტული სეზონი გამოვიყენოთ. მაგრამ მომდევნო ორი კვირა ძალიან მნიშვნელოვანია, გავიაროთ სიფრთხილით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.