თამარ გაბუნია - საფუძველი არ გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ახალგაზრდებს მეტად აზარალებს
თამარ გაბუნია - საფუძველი არ გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ახალგაზრდებს მეტად აზარალებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შესწავლილია კონტაქტები იმ პაციენტისა, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა.

ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, გარკვეული ვარაუდი არსებობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ახალგაზრდებს მეტად აზარალებს, თუმცა ეს მეცნიერულად დასაბუთებული არ არის.

„ერთი შემთხვევის ყველა კონტაქტი შესწავლილია და იმყოფებიან იზოლაციაში. ამ თვალსაზრისით, სრული, ღრმა ეპიდკვლევაა ჩატარებული. რაც შეეხება საკითხს, თუ რომელ ჯგუფს მეტად აზარალებს ეს შტამი, ამ ეტაპისთვის რამე განსხვავება მეცნიერულად დასაბუთებული არ არის. საფუძვლები არ გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ ეს შტამი მეტად აქტიურად აზარალებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას. ამასთან დაკავშირებით გარკვეული ვარაუდი გამოითქვა, თუმცა ეს მონაცემი დადასტურებული არ არის. ერთადერთი, რაც ცნობილია, არის, რომ მისი გავრცელების სისწრაფე შესაძლოა, იყოს უფრო მეტი, ვიდრე პირვანდელი ვერსიის შემთხვევაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.