თამარ გაბუნია - როდესაც არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია ეპიდემიური რისკები
თამარ გაბუნია - როდესაც არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია ეპიდემიური რისკები

როდესაც არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეპიდემიური რისკებია გასათვალისწინებელი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან ძნელია დღეს პროგნოზირება იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო საარჩევნო კომისიასთან ერთად მუშაობს, რომ შეიქმნას კონკრეტული რეკომენდაციები საარჩევნო უბნებზე ვენტილაციასთან, სადეზინფექციო ხსნართანპირბადეების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

ამასთან, გაბუნიას ინფორმაციით, ასევე მსჯელობა მიდის იმაზე, რამდენად მოახერხებენ იმ ადამიანებისთვის კონსტიტუციური უფლების შენარჩუნებას, ვინც არჩევნების დღეს კორონავირუსით იქნება ინფიცირებული, ან იქნება თვითიზოლაციასა და კარანტინში.

„ჯერ ძალიან ნაადრევია ამაზე საუბარი. რეკომენდაციები, რაზეც ვსაუბრობთ, არის ისევ და ისევ ბაზისური ფიზიკური დისტანცირება. თუ ფიზიკური დისტანცირება სრულად ვერ ხერხდება, ბარიერი პირბადის სახით და ხელის სადეზინფექციო საშუალებები. რა თქმა უნდა, კარგია თუ ხალხმრავლობას ავირიდებთ თავიდან და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად სწრაფი იყოს უბანზე შესვლის პროცესი. დიდხანს არ გავჩერდეთ, რადგან რაც უფრო ნაკლებია კონტაქტის პერიოდი, დაახლოებით თხუთმეტ წუთზე ნაკლები თუა, ამ შემთხვევაში ითვლება, რომ კორონავირუსის გადაცემის რისკი არის დაბალი.

ჩვენ და საარჩევნო კომისია ვმუშაობთ ერთად იმისთვის, რომ შეიქმნას ძალიან კონკრეტული დეტალური რეკომენდაციები ვენტილაციასთან დაკავშირებით, სადეზინფექციო ხსნართანპირბადეების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ასევე მსჯელობა მიდის იმაზე, რომ ადამიანები დღემდე იმყოფებიან იზოლაციაში, ძირითადად ეს არის საკარანტინო სივრცე. ასევე იქნება გარკვეული ჯგუფი ადამიანების, ვისაც ექნება „კოვიდ-19“ ინფექცია და ესეთი ადამიანები იქნებიან მკურნალობის პროცესში, რამდენად მოვახერხებთ მათთვის კონსტიტუციური უფლების შენარჩუნებას და ჩაერთვებიან თუ არა ისინი ხმის მიცემის პროცესში“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დატოვე კომენტარი