თამარ გაბუნია - რეგულირების სააგენტომ შეაფასა 12 დაწესებულება, აქედან შერჩეულია ცხრა, რომელიც „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს
თამარ გაბუნია - რეგულირების სააგენტომ შეაფასა 12 დაწესებულება, აქედან შერჩეულია ცხრა, რომელიც „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია ცხრა დაწესებულება, რომლებიც „ფაიზერით“ ვაქცინაციას განახორციელებენ.

გაბუნიას თქმით, შერჩევის პროცესი კვლავ მიმდინარეობს, რადგან 15-მდე დაწესებულების შერჩევა უნდა მოხდეს.

ამასთან, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ შერჩეულ დაწესებულებებში ვაქცინაციისთვის მზადება უკვე დაიწყება და შესაბამისი ტრენინგებიც ჩატარდება.

„ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა ვაქცინაციისთვის მზადებას. რეგულირების სააგენტომ 12 დაწესებულება შეაფასა და აქედან ცხრა აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილია „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის. ამ კვირაში უკვე დაიწყება ტრენინგი ამ დაწესებულებებში. პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია, დაახლოებით 15-მდე დაწესებულება გვქონდეს იდენტიფიცირებული, რომ სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი, როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში შემოვა“, – განაცხადა გაბუნიამ.