თამარ გაბუნია - პირველადი ჯანდაცვის 24 დაწესებულების ბაზაზე ე.წ. ონლაინ კლინიკები მოეწყო, აქედან 15 თბილისში მდებარეობს
თამარ გაბუნია - პირველადი ჯანდაცვის 24 დაწესებულების ბაზაზე ე.წ. ონლაინ კლინიკები მოეწყო, აქედან 15 თბილისში მდებარეობს

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ. ონლაინ კლინიკები საქართველოს მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის 24 დაწესებულების ბაზაზე მოეწყო, აქედან 15  თბილისში მდებარეობს.

როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, 15 ე.წ. ონლაინ კლინიკა არის თბილისში, დანარჩენი – რეგიონებში. მათ შორის, ბათუმში არის ორი ასეთი კლინიკა, ქუთაისშიც იმუშავებს ორი ონლაინ კლინიკა, მცხეთაში, გურჯაანში, რომელიც მოემსახურება კახეთის რეგიონს და მიმდებარე სოფლებს, ასევე, რუსთავში იქნება ონლაინ კლინიკა.

„ყველა კლინიკა დაფარავს როგორც ქალაქის მოსახლეობას, ასე სოფლის მოსახლეობას. ონლაინ კლინიკაში ზარი გადამისამართდება 112-ის მიერ საოჯახო მედიცინის ცენტრში, სადაც მოქალაქეს დაელაპარაკება მაღალკვალიფიციური ოჯახის ექიმი და შედგება სრული სატელეფონო კონსულტაცია, რომელიც მოიცავს ყველა ელემენტს, რაც შეიძლება შესრულდეს პირადი კონსულტაციის პირობებში, გარდა ფიზიკური გასიჯვის ნაწილისა. ასეთი მოდელი უკვე მესამე წელია წარმატებით მუშაობდა გრიპის ეპიდემიების შემთხვევაში, პირველი მარტიდან ამას დაემატა უკვე კოვიდის შემთხვევების მენეჯმენტი თბილისში, სადაც ოთხი კლინიკა დღეს უკვე მუშაობს ამ მიმართულებით. მოდელი არის კარგი და გვაქვს იმის საშუალებას, რომ დავიცვათ მაქსიმალურად პაციენტი არასაჭირო ჰოსპიტალიზაციისგან და არააუცილებელი მიმართვისგან სამედიცინო ქსელში, რაც გარკვეულწილად ინფექციის გავრცელების რისკია, ასევე დავიცვათ პირველადი ჯანდაცვის ქსელი ზედმეტი და არაუცილებელი კონტაქტისგან პაციენტებთან, რომლებიც შესაძლოა, იყვნენ ინფექციის მატარებლები და საჭიროების შემთხვევაში დავგეგმოთ გონივრულად ბინაზე ვიზიტი ან ურზუნველვყოთ პაციენტის გადამისამართლება შესაბამის კოვიდ კლინიკაში, სად შესაძლებელია მივიღოთ დადასტურებული პაციენტი და მას ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში დასრულდება ყველა რაიონული კლინიკის იდენტიფიცირება და უკვე იქნება ზუსტად ცნობილი, რომელი კლინიკა რა მოცულობით გამოყოფს საწოლფონდს ცხელებიანი პაციენტების მართვისთვის.

„რაც შეეხება ცხელების კლინიკებს, ეს იდეა ემყარება იმ მოსაზრებას, რომ ყველა კლინიკა უნდა იყოს მზად ცხელებიანი პაციენტის უსაფრთხოდ მისაღებად. ყველა კლინიკისთვის არის სავალდებულო მოთხოვნა, რომ ჰქონდეს ერთი გამოყოფილი ოთახი, რათა მან ინფექციის კონტროლის წესების დაცვით, იზოლირებულად მართოს საეჭვო ინფექცია. ასეთ დროს მთავარი აქცენტი იქნება სწრაფ დიაგნოსტიკაზე, კლინიკები აღჭურვილი იქნება დიაგნოსტირების შესაძლებლობებით. სწორედ ამ კლინიკებიდან დაიწყება იმ პერსონალის ტრენინგები, ვინც უნდა აიღოს ნაცხი და ადგილზე შეძლოს სწრაფი ტესტის გამოყენებით ტესტირება, თუ არ დადასტურდა კოვიდ19 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას ზოგადი პროფილის ჰოსპიტალში, თუ დადასტურდა, ის წამოვა თბილისში და დიდ ქალაქებში, მომზადებულ კლინიკებში, რომლებიც დღეს წარმატებით ართმევენ თავს კოვიდ შემთხვევების მართვას. ჩვენ დღეს-ხვალ დავასრულებთ ყველა რაიონული კლინიკის იდენტიფიცირებას“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.