თამარ გაბუნია - პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი, რაიმე განსაკუთრებული საჭიროება არ გვაქვს
თამარ გაბუნია - პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი, რაიმე განსაკუთრებული საჭიროება არ გვაქვს

ჩვენ უკვე მაისის ბოლოდან ვმუშაობთ პენიტენციურ დაწესებულებაში ვაქცინაციის პროცესზე. ერთჯერადად ვაქცინირებულია 66 პროცენტი, ორჯერ ვაქცინირებული კი პატიმრების 55 პროცენტზე მეტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

რაც შეეხება თანამშრომლების ვაქცინაციას, გაბუნიას თქმით, ეს პროცესი კიდევ უფრო ადრე, აპრილის ბოლოდან დაიწყო და თანამშრომლების 80 პროცენტზე მეტი არის ერთხელ ვაქცინირებული, 62 პროცენტამდე კი ორჯერ ვაქცინირებული.

„ამგვარი ვაქცინაციის პირობებში ინფექციის გადაცემის ალბათობა არის საკმაოდ დაბალი. მოხდა რამდენიმე კლინიკის მობილიზაცია, რომ თუ საჭიროება დადგება, მოხდეს პატიმრების გადმოყვანა და მათი იქ მკურნალობა. სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი, ჩვენ რაიმე განსაკუთრებული საჭიროება პენიტენციურ დაწესებულებასთან არ გვაქვს“, – განაცხადა გაბუნიამ.