თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე სიპ-ისთვის მანქანები მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით შეიძინა
თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე სიპ-ისთვის მანქანები მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით შეიძინა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე სიპ-ისთვის, მათ შორის, რეგულირების სააგენტოსთვის, მანქანები შეიძინა.

მისი თქმით, მოცემულ პირობებში მნიშვნელოვანია ინფექციის აქტიური კონტროლი და ავტომობილების შესყიდვა ამ მიზანს ემსახურებოდა.

„ეს იყო ძალიან სასწრაფო საჭიროება. ეს შენაძენი გაკეთდა მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით. საუბარია თითო რეგიონზე თითო მანქანის მობილიზებაზე იმისათვის, რომ შეფერხების გარეშე იყოს ყველაფერი“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, აზიის განვითარების ბანკის საგრანტო პროგრამის დახმარებით, მოხდება დამატებითი სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის დამატებითი აღჭურვილობის შეძენა.

„სასწრაფოს მანქანები შეძენის პროცესშია. აზიის განვითარების ბანკის საგრანტო პროგრამის დახმარებით მოხდება მანქანების არა, მაგრამ დამატებითი სასწრაფო, გადაუდებელი დახმარების მანქანებისთვის დამატებითი აღჭურვილობის შეძენა, რომ მათი სერვისი იყოს ბევრად უფრო სრულყოფილი დღესაც. სასწრაფო დახმარების მანქანები დღესაც კარგად არიან აღჭურვილი. იქ ხელოვნური სუნთქვით შესაძლებლობაც არის, რაც გვეხმარება თუ თბილისში პაციენტის გადმოყვანა რეგიონიდან გვიხდება“, – განაცხადა გაბუნიამ.