თამარ გაბუნია -  მეტადონის პროგრამაში ჩართულებისთვის დაშვებულია გამონაკლისი და ხუთდღიან დოზას სახლში გაატანენ 
თამარ გაბუნია -  მეტადონის პროგრამაში ჩართულებისთვის დაშვებულია გამონაკლისი და ხუთდღიან დოზას სახლში გაატანენ 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მეტადონის პროგრამისთვის დაშვებულია გამონაკლისის სახით გარკვეული პირობები, რაც ითვალისწინებს მედიკამენტების შედარებით უფრო მომატებული დოზის ბინაზე გატანებას ხუთდღიანი პერიოდისთვის.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ინდივიდუალურად ყველა პროგრამის ფარგლებში მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტო.

„სოციალური მომსახურების სააგენტო გუშინ საღამოდან მუშაობს დეტალურ სიებზე და საჭიროებებზე ყველა იმ პაციენტის, რომელიც ჩართულია დიალიზის პროგრამაში. მეტადონის პროგრამისთვის უკვე დაშვებულია გამონაკლისის სახით გარკვეული პირობები, რაც ითვალისწინებს მედიკამენტების შედარებით უფრო მომატებული დოზის ბინაზე გატანებას ხუთდღიანი პერიოდისთვის. ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ინდივიდუალურად ყველა პროგრამის ფარგლებში მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტო, და არც ერთ პაციენტს ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.