თამარ გაბუნია - მატება უფრო აღინიშნება იმ რეგიონებში, სადაც ინფექციის გავრცელება დაიწყო შედარებით გვიან, აჭარასა და თბილისში ნახტომისებური ზრდა აღარ გვაქვს
თამარ გაბუნია - მატება უფრო აღინიშნება იმ რეგიონებში, სადაც ინფექციის გავრცელება დაიწყო შედარებით გვიან, აჭარასა და თბილისში ნახტომისებური ზრდა აღარ გვაქვს

მატება უფრო აღინიშნება იმ რეგიონებში, სადაც ინფექციის გავრცელება დაიწყო შედარებით გვიან, აჭარასა და თბილისში ნახტომისებური ზრდა მიმდინარე პერიოდში აღარ გვაქვს, ვფიქრობთ, ეს უკავშირდება იმ რეგულაციებს, რაც ბოლო პერიოდში დადგა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა.

კითხვაზე, შეზღუდვების დაწესების შემდეგ, რა პერიოდშია მოსალოდნელი ვითარების დასტაბილურება, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ შეზღუდვების დაწესების შემდეგ, სულ მცირე ორი კვირა სჭირდება, რომ დავინახოთ შეზღუდვის ეფექტი.

„აქედან გამომდინარე, მიმდინარე კვირა, ასევე მომდევნო კვირაც იქნება ის პერიოდი, რაც ჩვენ სტაბილიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს. დღევანდელ სიტუაციაში მატება უფრო აღინიშნება იმ რეგიონებში, სადაც ინფექციის გავრცელება დაიწყო შედარებით გვიან: იმერეთი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი. აჭარასა და თბილისში ნახტომისებური ზრდა მიმდინარე პერიოდში, საბედნიეროდ, აღარ გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ეს უკავშირდება სწორედ იმ რეგულაციებს, რაც ბოლო პერიოდში დადგა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.