თამარ გაბუნია - კორონავირუსით ინფიცირებული პირებისთვის 6 000-მდე საწოლია მობილიზებული
თამარ გაბუნია - კორონავირუსით ინფიცირებული პირებისთვის 6 000-მდე საწოლია მობილიზებული

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პირებისთვის 6 000-მდე საწოლია მობილიზებული.

„ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებით მოახდინა საწოლების მობილიზება. 6 000-მდე საწოლია მობილიზებული. გუშინ დაიწყო რეგისტრაცია „სინოფარმის“ ვაქცინაზე. შესაძლებელია, დარეგისტრირდეს ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფი 18 წლის ასაკიდან ზემოთ. დღევანდელი დღის მონაცემებით, 14 000-მდე ჯავშანი იყო შევსებული „სინოფარმზე“. ასევე, ასტრაზენრკაზე მიმდინარეობს აქტიური ვაქცინაცია 55 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის. პენიტენციური სამსახური არის აქტიურად ჩართული, მისი თანამშრომლების ვაქცინაცია მოხდა გუშინ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით. ეს პროცესი გრძელდება სხვა უწყებებშიც და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დოზები, „ასტრაზენეკაც“ და „სიმოფარმიც“ დროულად იყოს გამოყენებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა „ასტრაზენეკასვაქცინისთვის განსაზღვრულ ასაკობრივ ზღვარზე.

„საყურადღებოა ისიც, რომ დღეს წარმატებული ქვეყნები, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი,  ვაქცინაციის პროგრამაში 30 წელს ზემოთ აგრძელებს „ასტარზენეკას“ ვაქცინაციას. რა თქმა უნდა, რისკები არის მინიმალური, თუმცა ჯერჯერობით ვიფიქრეთ, რომ 55 წლის ასაკობრივი ზღვარი შევინარჩუნოთ, რადგან მნიშვნელოვანია, მეტად ფოკუსირებული მიდგომა ვაქცინაციის პროგრამაში ხანდაზმულების აქტიურად ჩართვისადმი. დაახლოებით 600 000 ადამიანია ამ ასაკობრივ ჯგუფში, ვისაც ვაქცინაცია სჭირდება. დღეს დოზების რაოდენობა იამზე ბევრად მცირეა, ვიდრე მოცვის შესაძლებლობა არსებობს. ასე რომ, მაქსიმალურად გააქტიურდება მუშაობა 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში.

სინოფარმზე“ კარგი და კეთილსაიმედო მონაცემები არის უფრო ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში. ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის წინა მსჯელობის შედეგები იყო, რომ „სინოფარმი“ მართალია რეკომენდირებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა 60 წლის ზემოთ მისი ეფექტურობის შესახებ მონაცემი შედარებით მცირეა. ასე რომ, „ასტრაზენეკა“ მეტად რეკომენდირებულია მაღალი ასაკის პირებში და ჩვენც ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, განაწილების ამ რეჟიმს ასაკობრივ შევინარჩუნებთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება „სინოფარმისთვის“ ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე სავარაუდოდ კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

„წესით, კვირის ბოლომდე, დღეს, ხვალ წინასწარი რეკომენდაცია უკვე ცნობილი გახდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამას გამოაქვეყნებს და გვექნება პასუხი. შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს ჯგუფს ამ გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ჩვენს შემთხვევაში, ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს. „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება 4 მაისიდან, როგორც იყო დაანონსებული. დღევანდელი მდგომარეობით, „სინოფარმი“ ავტორიზებულია 35 ქვეყნაში, 200 მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული „სინოფარმის“ მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყნისთვის და მისი უსაფრთხოების შესახებ არ არის კითხვის ნიშნები. ამდენად, ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას და ვფიქრობთ, ჯანმოს ავტორიზაციაც მალევე დაეწევა ამ პროცესს, თუ არ დაასწრებს“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება „სინოვაკის“ ვაქცინას, გაბუნიას თქმით, დღეს ქვეყანაში 100 000 დოზა ჩამოვა.

სინოვაკის“ 100 000 დოზა, რომელიც არის ჩინეთის მთავრობის დონაცია საქართველოს მიმართ, დღეს ქვეყანაში ჩამოვა. ჯანმოს დაანონსებული აქვს მაისის დასაწყისი, როგორც „სინოვაკის“ ავტორიზაციის თარიღი. ამდენად, ამას დაველოდებით და თუ გადავადდა და დაყოვნდა, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, საბჭო დამატებით იმსჯელებს „სინოვაკის“ გამოყენების პირობებზე.

სინოვაკს“ დღეს ფართოდ იყენებს თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა. „სინოვაკის“ შედეგებიც არის საკმაოდ კეთილსაიმედო, ეფექტურობის თვალსაზრისითაც არის კარგი მონაცემები და რაც მთავარია, სიკვდილობის და მძიმე შემთხვევების განვითარების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს“, – განაცხადა გაბუნიამ.