თამარ გაბუნია - კორონავირუსის შემთხვევათა სტაბილიზაცია აისახა საწოლების დატვირთვის მაჩვენებელზეც, დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 700-მდე საწოლი იყო თავისუფალი
თამარ გაბუნია - კორონავირუსის შემთხვევათა სტაბილიზაცია აისახა საწოლების დატვირთვის მაჩვენებელზეც, დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 700-მდე საწოლი იყო თავისუფალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია აისახა საწოლების დატვირთვის მაჩვენებელზეც.

კერძოდ, გაბუნიას განმარტებით, დილის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით 700-მდე საწოლი იყო თავისუფალი.

„მნიშვნელოვანია საწოლფონდის მობილიზაცია. შემთხვევების სტაბილიზაცია, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახა საწოლების დატვირთვის მაჩვენებელზეც. დილის მდგომარეობით, 700-მდე საწოლი იყო თავისუფალი ქვეყნის მასშტაბით. განსაკუთრებით აჭარაში შეინიშნება თავისუფალი საწოლების რაოდენობის ზრდა, რაც ასევე აჭარის რეგიონშიც გარკვეული სტაბილიზაციის მაჩვენებელია“, – განაცხადა გაბუნიამ.