თამარ გაბუნია - კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა და სხვა პარამეტრები მიუთითებს, რომ პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში გადავიდა
თამარ გაბუნია - კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა და სხვა პარამეტრები მიუთითებს, რომ პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში გადავიდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა და სხვა მაჩვენებლები, რაც ეპიდვითარებას განსაზღვრავს, მიუთითებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში გადავიდა.

მისივე თქმით, რამდენად მოხერხდა პიკის გადალახვა, ამაზე უფრო საფუძვლიანი საუბარი შესაძლებელი იქნება კიდევ ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ.

„ამ დილით დაფიქსირდა კორონავირუსის 19 000 ახალი შემთხვევა, რაც გასული სამშაბათის მაჩვენებელთან შედარებით, დაბალია. ეს ციფრები სხვა პარამეტრებთან ერთად, მიუთითებს, რომ პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში, მიმდინარეობაში გადავიდა. ეს გარკვეულწილად იმედმომცემია, თუმცა კვირის ბოლომდე მაინც უნდა გაგრძელდეს დაკვირვება, ვიდრე ჩვენ გვექნება საფუძველი, ვთქვათ, რამდენად გადაილახა, რამდენად მოხერხდა პიკის გადალახვა „ომიკრონის“ ტალღის პირობებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 18 409 პაციენტი.