თამარ გაბუნია - კონტაქტების გამოკვლევით და ადრეული დიაგნოსტიკით ჯერ კიდევ გვაქვს კარგი შანსი, რათა ფართო შიდა გავრცელებამდე არ მივიდეთ
თამარ გაბუნია - კონტაქტების გამოკვლევით და ადრეული დიაგნოსტიკით ჯერ კიდევ გვაქვს კარგი შანსი, რათა ფართო შიდა გავრცელებამდე არ მივიდეთ

ვფიქრობ, ჯერ ჩვენ კიდევ გვაქვს კარგი შანსი, რათა კონტაქტების გამოკვლევით და ადრეული დიაგნოსტიკით არ მივიდეთ ისეთ ეტაპამდე, როცა იქნება შიდა გავრცელება ფართო და ექნება ტალღური მიმდინარეობა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თეორიულად ამის შანსი არსებობს.

„თუმცა, დღეს ჩვენი მზაობა იმისთვის, რომ პასუხი გავცეთ ამ გამოწვევას, არის ბევრად უფრო მაღალი. უფრო მეტი ვისწავლეთ ყველა კუთხით და ვიცით, რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს კონკრეტული კლინიკური შემთხვევის მართვის შედეგად. ამდენად, მზაობა საკმარისად მაღალია. ყველაზე ქმედითი დღეს რაც გვაქვს, არის პირბადის სწორი გამოყენება და ფიზიკური დისტანცირება. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ყველა ამ რეკომენდაციების გათვალისწინება“,- განაცხადა გაბუნიამ.