თამარ გაბუნია - კლინიკებს ჟანგბადის პრობლემა არ შექმნიათ, მაგრამ მუშაობის რეჟიმი არის საკმაოდ დატვირთული
თამარ გაბუნია - კლინიკებს ჟანგბადის პრობლემა არ შექმნიათ, მაგრამ მუშაობის რეჟიმი არის საკმაოდ დატვირთული

​დღეს კლინიკაში არის 7 400 პაციენტი. მათი დიდი ნაწილი, დაახლოებით 70 პროცენტი, არის ჟანგბადდამოკიდებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ სჭირდებათ ჟანგბადის მიწოდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა.

როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკებთან აქტიურად მუშაობს როგორ ეკონომიკის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ჟანგბადის დამატებითი მარაგების მობილიზება მოხდეს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„აზერბაიჯანი, თურქეთი გვეხმარება გასულ წელს და ბოლო პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე კლინიკამ, 25-მდე კლინიკაა, რომლებმაც დაიმატა თავისი ავტონომიური ქარხანა, ისინი ამ მიმართულებით არავისზე დამოკიდებული არ არიან. ამდენად, ეს არის მიმდინარე პროცესი. ჩვენ კლინიკებს ყოველთვის ვაფრთხილებთ ჟანგბადის მოხმარების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, რათა ისე არ მოხდეს, რომ ჟანგბადის წყარო იყოს გახსნილი და იკარგებოდეს ჟანგბადი, სამწუხაროდ, გვქონდა ასეთი შემთხვევებიც. ამდენად, ეს არის მიმდინარე სამუშაო პროცესი. არ არსებობს განგაშის საფუძველი. არის რამდენიმე წყარო, თუ ერთი წყარო რაღაც მომენტში შეფერხდება, მეორე წყარო იქნება ადგილზე. ამის მნიშვნელობა ყველას ესმის და მაქსიმალური მობილიზებაა, რომ კლინიკებს ეს პრობლემა არ შეექმნათ, მაგრამ რეჟიმი მუშაობის არის საკმაოდ დატვირთული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.