თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია, ჰოსპიტალები დამატებითი რესურსის მობილიზებას გეგმური ჩარევების შეჩერების ხარჯზე ცდილობენ
თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია, ჰოსპიტალები დამატებითი რესურსის მობილიზებას გეგმური ჩარევების შეჩერების ხარჯზე ცდილობენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია.

როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჰოსპიტალები გეგმური ჩარევების შეჩერების ხარჯზე დამატებითი რესურსის მობილიზებას ცდილობენ.

„რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია. ამაზე არაერთხელ ვისაუბრე, რომ 8 000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის გარკვეულწილად ის შესაძლებლობა, რაც ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში გამოვძებნოთ. ეს რესურსი მობილიზებულია, ჰოსპიტალები ცდილობენ დამატებითი რესურსის მობილიზებას, იმ ხარჯზე რომ შეჩერებულია გეგმური ჩარევები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.