თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სექტორს ჯერჯერობით აქვს რესურსი, რომ მზარდი შემთხვევები მართოს, როგორც ბინაზე, ასევე ჰოსპიტალში
თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სექტორს ჯერჯერობით აქვს რესურსი, რომ მზარდი შემთხვევები მართოს, როგორც ბინაზე, ასევე ჰოსპიტალში

სისტემის მაქსიმუმი დაახლოებით 8 ათასი საწოლია, რომელიც შეგვიძლია კოვიდის მიზნებისთვის გამოვიყენოთ და ასევე, ყოველდღე დაემატება კოვიდსასტუმროები. დღევანდელი მდგომარეობით, ჯანდაცვის სექტორი ამ სიტუაციას მართავს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, როგორი იქნება კორონავირუსის ინფიცირების ტენდენცია, ამაზე იქნება დამოკიდებული სხვა შეზღუდვების შემოტანის გადაწყვეტილებები.

„დამატებითი მობილობის შეზღუდვა ისევ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, თუ ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობა იქნება კრიტიკული. ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორს აქვს რესურსი, რომ მზარდი შემთხვევები მართოს, როგორც ბინაზე, ასევე ჰოსპიტალში. მომდევნო კვირის განმავლობაში ჩატარდება დამატებითი კონსულტაციები, ანალიზი და შემდეგ შესაძლებელია, ვიფიქროთ მობილობის სხვა ტიპის რეგულაციაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

დატოვე კომენტარი