თამარ გაბუნია - იანვარის ბოლომდე მზად ვიქნებით პირველი პარტია ვაქცინის მისაღებად, რომელიც მიმართული იქნება ჯანდაცვის პროფესიონალებისკენ
თამარ გაბუნია - იანვარის ბოლომდე მზად ვიქნებით პირველი პარტია ვაქცინის მისაღებად, რომელიც მიმართული იქნება ჯანდაცვის პროფესიონალებისკენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გძელვადიან პერსპექტივაში ტექნოლოგიიურად საქართველოსთვის უფრო მარტივი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც ცივი ჯაჭვი ორიდან რვა გრადუსამდე სჭირდება.

მისივე თქმით, დაწესებულება, სადაც ჩატარდება ვაქცინაცია, უნდა იყოს შესაფერისად აღჭურვილი, რათა მართოს ის მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები, რაც ვაქცინაციას თან სდევს. როგორც გაბუნია ამბობს, ეს ყველაფერი პროტოკოლში გათვალისწინებულია.

„გძელვადიან პერსპექტივაში ტექნოლოგიიურად ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც ცივი ჯაჭვი სჭირდება ორიდან რვა გრადუსამდე და არ სჭირდება კომპლექსური ცივი ჯაჭვი 70-მდე, რაც არის „ფაიზერი“, რომელიც შესაძლებელია, მაგრამ ტექნოლოგიურად უფრო მარტივი იქნება რა თქმა უნდა, „ასტრაზენეკა“. ამას სჭირდება პერსონალის ტრენინგი.

სასწავლო მოდულები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას უკვე თავად აქვს გამზადებული, ისევე როგორც პროტოკოლები. აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, დაწესებულება, სადაც მოხდება ვაქცინაცია, უნდა იყოს შესაფერისად აღჭურვილი, რათა მართოს ის მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები, რაც ვაქცინაციას თან სდევს. ამდენად, რა თქმა უნდა, ჩვენს პროტოკოლში ეს ყველაფერი გათვალისწინებულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიას თქმით, უახლოეს პერიოდში ჩატარდება ტრენინგი და უკვე იანვრის ბოლომდე მზად იქნებიან პირველი პარტია ვაქცინის მისაღებად. როგორც გაბუნია ამბობს, თავდაპირველად ვაქცინაცია ჯანდაცვის პროფესიონალებს ჩაუტარდებათ.

„ტრენინგი ჩატარდება მოკლე პერიოდში, უკვე იანვარის ბოლომდე ჩვენ მზად ვიქნებით პირველი პარტია ვაქცინის მისაღებად, რომელიც მიმართული იქნება ჯანდაცვის პროფესიონალებისკენ. რადგან ყველა ქვეყანაში ეს არის პირველი ჯგუფი, ვინც პირველი იღებს ამ ვაქცინაციას და ჩვენი გეგმაც პრიორიტეტულ ჯგუფად განსაზღვრავს ჯანდაცვის პროფესიონალებს. შემდეგ ამას მოყვება ადამიანები, რომლებიც არიან ასაკში, ვინც არის მაღალი რისკის მატარებელი „კოვიდით“ ინფიცირების შემთხვევაში და შემდეგ უკვე გავრცელდება მოსახლეობის სხვა დანარჩენ ჯგუფზე“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.