თამარ გაბუნია - გრიპის და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის ინტერვალის დაცვა რეკომენდებული არ არის, შესაძლებელია, ორივე გაკეთდეს ერთდროულად
თამარ გაბუნია - გრიპის და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის ინტერვალის დაცვა რეკომენდებული არ არის, შესაძლებელია, ორივე გაკეთდეს ერთდროულად

გრიპის და „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის ინტერვალის დაცვა რეკომენდებული არ არის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირველ დეკემბრამდე ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. პირველ დეკემბრამდე ვაქცინაციის ჩატარება ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელია უსასყიდლოდ. გრიპის და კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის ინტერვალის დაცვა რეკომენდებული არ არის. შესაძლოა, ორივე გაკეთდეს ერთდროულად. თუმცა, პაციენტი თუ მაინც მიიჩნევს, რომ მას სჭირდება გარკვეული ინტერვალი, ესეც დასაშვებია და შესაძლებელია ამის გაკეთება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.