თამარ გაბუნია - „ფაიზერის“ დამატებით დოზებთან დაკავშირებით, მალე კონკრეტული პასუხები გვექნება
თამარ გაბუნია - „ფაიზერის“ დამატებით დოზებთან დაკავშირებით, მალე კონკრეტული პასუხები გვექნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვარაუდობენ, რომ მესამე-მეოთხე კვარტალში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საყოველთაო იქნება.

მისივე თქმით, ფაიზერის“ დამატებით დოზებთან დაკავშირებით მალე მწარმოებლებისგან კონკრეტულ პასუხებს მიიღებენ.

„რა თქმა უნდა, მიმდინარე პროცესებში გვაქვს მოლოდინი „ასტრაზენეკას“ მიღების და მოგეხსენებათ, „სინოფარმი“ მალე გახდება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება „ფაიზერს“, ვაქცინის ფართო გამოყენებაზე უფრო მეორე კვარტლის ბოლოდან შესაძლოა, ვისაუბროთ. მესამე და მეოთხე კვარტალი არის პერიოდი, როდესაც ვფიქრობთ, საყოველთაო ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი. ის მოქალაქეები, რომლებსაც რისკის ან სტატუსის გამო ჯერჯერობით ვაქცინაციის პროგრამაზე ხელმისაწვდომობა არ აქვთ, შეძლებენ პროცესში აქტიურად ჩაერთონ. რეალურად, მესამე-მეოთხე კვარტალი არის პერიოდი, როცა ვფიქრობთ მასობრივი ვაქცინაციის დაწყებაზე.

რეალურად მალევე გვექნება კონკრეტული პასუხები „ფაიზერის“ დამატებით დოზებთან დაკავშირებით, ასევე, „ნოვოვაქსიც“ არის ჩვენთვის ერთ-ერთი პერსპექტიული ვაქცინა. როდესაც გექნება კონკრეტული პასუხი „ფაიზერის“ დამატებით დოზებთან დაკავშირებით, საზოგადოება შეიტყობს. მუშაობა ძალიან ინტენსიურია, ამიტომ ვფიქრობ, პერსპექტივა საკმაოდ კარგი გვაქვს, უბრალოდ უნდა დაველოდოთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს მწარმოებლებისგან. როდესაც გვექნება უკვე საბოლოოდ მოწოდების გრაფიკი, ამის შემდეგ ეცნობება საზოგადოებას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დატოვე კომენტარი