თამარ გაბუნია - ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში ამ დონეზე იქნება, დღევანდელი გადაწყვეტილებით, რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება არ არის გათვალისწინებული
თამარ გაბუნია - ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში ამ დონეზე იქნება, დღევანდელი გადაწყვეტილებით, რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება არ არის გათვალისწინებული

დღეს ახლა უკვე შევედით პიკის ფაზაში, ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, დღევანდელი გადაწყვეტილებითა და მდგომარეობით, დამატებითი რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება არ არის გათვალისწინებული.

„თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია მომდევნო ეტაპებზე. ჩვენ ახლა ვართ პიკის ფაზაში პროგნოზულად. პროგნოზებს ჩვენ ვიღებთ საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზებისგან. დღეს ახლა უკვე შევედით პიკის ფაზაში, ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.