თამარ გაბუნია - ეპიდემიის მატების ტენდენცია თუ გაგრძელდება, მოგვიწევს დამატებით ალტერნატიული საწოლების მობილიზება, მიდის საუბარი, რა იქნება საველე გადაწყვეტა, რაც აქამდე არასდროს გამოგვიყენებია
თამარ გაბუნია - ეპიდემიის მატების ტენდენცია თუ გაგრძელდება, მოგვიწევს დამატებით ალტერნატიული საწოლების მობილიზება, მიდის საუბარი, რა იქნება საველე გადაწყვეტა, რაც აქამდე არასდროს გამოგვიყენებია

მომდევნო 7-8-10 დღის განმავლობაში თუ გაგრძელდება იგივე ტენდენცია ეპიდემიის მატების, მოგვიწევს დამატებით ალტერნატიული საწოლების მობილიზება, ასევე მიდის საუბარი, რა იქნება საველე გადაწყვეტა, რაც აქამდე არასდროს გამოგვიყენებია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, დღეს შემთხვევების რაოდენობა ისევ 5000-ს აჭარბებს და ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს.

„7 500-მდე საწოლი იქნება მობილიზებული მიმდინარე 2-3 დღის განმავლობაში. ემატება ყოველდღიურად საწოლების რაოდენობა. ჯერ ამის რესურსი არსებობს და საწოლფონდი იძლევა საშუალება, რომ მძიმე პაციენტი ჰოსპიტალს მიღმა არ დარჩეს. თუ გაგრძელდება მომდევნო 7-8-10 დღის განმავლობაში იგივე ტენდენცია ეპიდემიის მატების, მოგვიწევს დამატებით ალტერნატიული საწოლების მობილიზება, ასევე მიდის საუბარი, რა იქნება საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არასდროს გამოგვიყენებია. 8 000 საწოლია ჩვენი მაქსიმუმი, 8 000 არის ის რაოდენობა საწოლფონდის, რაც შეგვიძლია, გამოვყოთ ჰოსპიტალური სექტორიდან, ამას კიდევ დაემატება სასტუმროების რაოდენობაც, წინასწარ ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ მომდევნო რამდენიმე დღე ამის სურათს უკეთესად წარმოაჩენს. მიდის ამაზე მუშაობა, როცა გვექნება დეტალები გაგიზიარებთ“, – განაცხადა გაბუნიამ.