თამარ გაბუნია - დღეს არსებულ მდგომარეობას მეხუთე ტალღასაც ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ მეოთხე ტალღიდან ვერ გამოვედით
თამარ გაბუნია - დღეს არსებულ მდგომარეობას მეხუთე ტალღასაც ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ მეოთხე ტალღიდან ვერ გამოვედით

მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ სკოლების აქტივობა არ შეფერხდეს, სკოლების პროტოკოლი გაწერილია და ყველამ იცის, როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ინფიცირების შემთხვევა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაბუნიამ განაცხადა, სკოლების 2,2 პროცენტია ონლაინრეჟიმზე გადასული, რადგან იქ კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

თამარ გაბუნიამ მოქალაქეებს პირბადის გამოყენებისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„მაქსიმალური ყურადღებით მოხდება იმ შემთხვევების გამოვლენა და მართვა, რაც შეიძლება სასკოლო გარემოში გვქონდეს, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს. ეს ჩვენთვის პრიორიტეტია. ახლა ჩვენთვის მთავარია ამ მერყეობის აქტიური მართვა. ამას მეხუთე ტალღასაც ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ მეოთხე ტალღიდან ვერ გამოვედით და არის გარკვეული მერყეობა, რაც უნდა მოგვარდეს იმით, რომ დავუბრუნდეთ პირბადის აქტიურ გამოყენებას, სოციალურ დისტანცირება და გააქტიურდეს ვაქციანციის პროცესი. სკოლებში რა რეგულაციებიც არის დაწესებული ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. ეს პაკეტი ეფექტურია და დამატებით რეგულაციებს სკოლებისთვის არ ვგეგმავთ. რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, აქაც მთავარია წესების დაცვა და პერსონალი ვაქცინაცია. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განნმავლობაში რამდენიმე ბაგა-ბაღი დაიკეტა. სკოლები გააგრძელებენ იმ რეჟიმით მუშაობას, რაც დღეს არის“, – განაცხადა გაბუნიამ.