თამარ გაბუნია - დღეიდან იგეგმება 200-ლარიანი დახმარების გაცემა, რამე შეფერხებას არ ველოდებით
თამარ გაბუნია - დღეიდან იგეგმება 200-ლარიანი დახმარების გაცემა, რამე შეფერხებას არ ველოდებით

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების გაცემა შეფერხების გარეშე, დაგეგმილის მიხედვით განხორციელდება.

„რეგისტრაცია მიმდინარეობს და 200-ლარიანი დახმარებების გაცემა დღეიდან იგეგმება. ამ პროგრამაში არ ველოდებით რაიმე შეფერხებებს და ის წარიმართება ისე, როგორც დაგეგმილი იყო“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან დაიწყება. ამასთან, საბანკო დავალიანების მქონე პირებს აღნიშნული დახმარება არ ჩამოეჭრებათ.

18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი, 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შეიქმნა სპეციალური პორტალი – daxmareba.moh.gov.ge, რომელზეც რეგისტრაცია 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.