თამარ გაბუნია - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ჯერჯერობით არ იძლევა
თამარ გაბუნია - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ჯერჯერობით არ იძლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ჯერჯერობით არ იძლევა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საჭირო გახდება სწავლის გადადება, საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ჯერჯერობით არ იძლევა. ყველაფერი განხორციელდება ისევე, როგორც იყო დაგეგმილი. თუ დადგა ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა 17 იანვარს უნდა განახლდეს. სკოლების მსგავსად, 17 იანვრიდან მუშაობას განაახლებენ ბაღებიც.