თამარ გაბუნია - დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვირის ბოლომდე გადაიხდის თანხას „ასტრაზენეკას“ პირველი დოზებისთვის, რომელსაც „იუნისეფის“ საშუალებით ვყიდულობთ
თამარ გაბუნია - დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვირის ბოლომდე გადაიხდის თანხას „ასტრაზენეკას“ პირველი დოზებისთვის, რომელსაც „იუნისეფის“ საშუალებით ვყიდულობთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვირის ბოლომდე გადაიხდის თანხას „ასტრაზენეკას“ პირველი დოზებისთვის, რომელიც ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში.

მისივე განმარტებით, საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას „იუნისეფის“ საშუალებით ყიდულობს.

„თანხის გადახდის ეტაპი უკვე დადგა „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში, ჩვენ ვყიდულობთ „ასტრაზენეკას“ „იუნისეფის“ საშუალებით, „იუნისეფის“ მოწოდების მექანიზმი გამოცდილია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვირის ბოლომდე გადაიხდის თანხას პირველი დოზებისთვის, რომელიც ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში. მოწოდების გრაფიკი კიდევ დაზუსტდება, რადგან ამასთან დაკავშირებით, „კოვაქსთან“ ისევ მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნია მიიჩნევს, რომ ქვეყანა „ასტრაზენეკას“ პირველ დოზებს მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში მიიღებს.

„ასტრაზენეკას“ შემოტანაში არაფერი ხელს არ გვიშლის, მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში უნდა შემოვიდეს პირველი დოზები. ამ კვირაში ვასრულებთ თანხის გადარიცხვას „იუნისეფისთვის“, რომ მოგვაწოდოს „ასტრაზენეკას“ პირველი დოზები, რომელიც შემოვა „კოვაქს“-პლატფორმის საშუალებით და „იუნისეფის“ მექანიზმით“, – დასძინა თამარ გაბუნიამ.