თამარ გაბუნია ბუსტერდოზით აიცრა
თამარ გაბუნია ბუსტერდოზით აიცრა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერდოზით ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თამარ გაბუნია ამჯერად „ფაიზერით“ აიცრა, თუმცა მანამდე ის ორჯერადად „ასტრაზენეკათი“ არის ვაქცინირებული.

ბუსტერდოზის გაკეთების პერიოდი ყველა ვაქცინით აცრილისთვის სამ თვემდეა შემცირებული.