თამარ გაბუნია - ბავშვების კუთხით მდგომარეობა შედარებით უკეთესია და ჰოსპიტალური საწოლები, რომლებიც დავამატეთ ბავშვებისთვის, ამ ეტაპზე არ არის დატვირთული
თამარ გაბუნია - ბავშვების კუთხით მდგომარეობა შედარებით უკეთესია და ჰოსპიტალური საწოლები, რომლებიც დავამატეთ ბავშვებისთვის, ამ ეტაპზე არ არის დატვირთული

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ბავშვების კუთხით კორონავირუსთან მიმართებაში მდგომარეობა შედარებით უკეთესია.

გაბუნიას თქმით, ბავშვებისთვის დამატებული ჰოსპიტალური საწოლები ამ ეტაპზე დატვირთული არ არის.

„ბავშვების კუთხით მდგომარეობა შედარებით უკეთესია. რა თქმა უნდა, შემთხვევების რაოდენობა რჩება, თუმცა დაავადების მიმდინარეობა არის მსუბუქი, პანიკაც. შიშიც გაქრა პირველი ტალღის შემდეგ და ბავშვების დიდი ნაწილი რჩება ოჯახში საწყისი შეფასების შემდეგ. ამდენად, ის ჰოსპიტალური საწოლები, რომელიც ჩვენ დავამატეთ ბავშვებისთვის, ამ ეტაპზე არ არის დატვირთული, ასე რომ პედიატრიული საწოლფონდი არის“, – განაცხადა გაბუნიამ.

დატოვე კომენტარი