თამარ გაბუნია - მოთხოვნა როცა იყო, ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა თანხმობა სააკაშვილთან დაკავშირებით უცხოელი ექსპერტების შემოსვლასა და მათთვის დროებითი სერტიფიკატის გაცემაზე, ახლა ასეთი მოთხოვნა არ მიგვიღია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუინიას განცხადებით, მიხეილ სააკშვილთან დაკავშირებით ამ ეტაპზე იუსტიცის სამინისტრო, პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი  და კლინიკა „ვივამედი“ სრულად მართავენ სიტუაციას.

მისივე თქმით, კლინიცისტების მობილიზების კუთხით შეფერხება არ არსებობს.

„ამ ეტაპზე იუსტიცის სამინისტრო და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი სრულად მართავენ სიტუაციას. ასევე კლინიკა, სადაც იმყოფება. კლინიცისტების მობილიზება შეუძლია ჯანდაცვის დეპარტამენტს, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურს. კლინიცისტების ნაწილში შეუზღუდავი შესაძლებლობაა, რომ ჩაერთოს ის, ვინც როდის იქნება საჭირო. არანაირი შეფერხება არ არსებობს. როცა იყო მოთხოვნა, ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა თანხმობა ქვეყანაში უცხოელი ექსპერტების შემოსვლაზე და მათთვის დროებითი სერტიფიკატის გაცემაზე. ახლა ამის მოთხოვნა აღარაა“, – განაცხადა თამარა გაბუნიამ.