თამარ გაბუნია - ახლა ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი საზოგადოების აქტიური ჩართულობა ეპიდემიის შეჩერების პროცესში
თამარ გაბუნია - ახლა ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი საზოგადოების აქტიური ჩართულობა ეპიდემიის შეჩერების პროცესში

ახლა ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი საზოგადოების აქტიური ჩართულობა ეპიდემიის შეჩერების პროცესში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, კვალავაც რეკომენდაციაა, ვიყოთ შინ, თუკი უკიდურესი აუცილებლობა არ არის იმისთვის, რომ გამოვიდეთ და ვიყოთ კონტაქტში სხვა პირებთან.

„მოსახლეობისთვის კვალავაც და კვლავაც დასაცავია ძალიან მარტივი წესები. ეს არის ფიზიკური დისტანცირება, სიმპტომების მეთვალყურეობა, ანუ ყველამ ვიცით, თუ რა შესაძლო სიმპტომი ახასიათებს კორონავირუსს. თუ გვქონდა კონტაქტი ადამიანთან, ვინც მოგზაურობდა ან კონტაქტში იყო კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან, რა თქმა უნდა, მან უნდა მიმართოს ეპიდემიოლოგიურ სამსახურს.

მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრომ აპლიკაციაც შეიმუშავა იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენივე კონტაქტების იდენტიფიცირება და ჩვენი საკუთარი რისკის შეფასება. ამ შემთხვევაში, კვალავაც რეკომენდაცია არის ის, რომ ვიყოთ შინ, თუკი უკიდურესი აუცილებლობა არ არის იმისთვის, რომ გამოვიდეთ და ვიყოთ კონტაქტში სხვა პირებთან; დავიცვათ ის პირადი, მარტივი წესები, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ძალიან კარგად განმარტა.

ახლა ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი საზოგადოების აქტიური ჩართულობა ეპიდემიის შეჩერების პროცესში, იმ პროცესში, რომ მოვახერხოთ, შეუფერხებლად აღვადგინოთ ყველა ეკონომიკური თუ სხვა სოციალური აქტივობა, რომელიც ვირუსის გავრცელების გამო შეფერხდა. ამდენად, ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობა, სოლიდარობა და მხარდაჭერა, იმ კუთხით, რომ ჩვენ ერთმანეთს ხელი შევუწყოთ გახსნის პროცესში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.